Sunday, March 31, 2019
მეექვსე დღის რეფლექსია
მე ვფიქრობ , რომ დღევანდელი დღე ძალიან დატვირთული იყო ისეთი მნიშვნელოვანი საკითხებით , როგორიც არის პროექტზე მუშაობის ძირითადი პრინციპები .ვისაუბრეთ , დეტალურად განვიხილეთ და დროზე გადავანაწილე პროექტის მსვლელობა .აგრეთვე განვიხილეთ პროექტზე მუშაობისას შეფასების სქემა , რაც ერთობ მნიშვნელოვანია . ჩვენ აგრეთვე დეტალურად გავიარეთ " PowerPoint '' - ში მუშაობის პრინციპები .ამ პროგრამაში ავაწყეთ და დავასრულეთ პროექტზე მუშაობა .
Saturday, March 30, 2019
მეხუთე დღის რეფლექსია
მე ვფიქრობ , რომ დღევანდელი ტრენინგი იყო გზამკვლევი პროექტის სწორად წარმართვისათვის . დღეისთვის მიღებული ინფორმაციის საფუძველზე უკეთ გავაცნობიერე "Powerpoint"-ში მუშაობა, გავეცანი სლაიდების სტრუქტურას , დავგეგმე მოსწავლეების სავარაუდო ნამუშევარი . აგრეთვე მნიშვნელოვანი იყო საავტორო უფლებების გაცნობა , რომელსაც აუცილებლად გავათვალისწინებინებ მოსწავლეებს დაიცვან პროექტებზე და ა.შ. მუშაობის პროცეში.
Sunday, March 24, 2019
მეოთხე დღის რეფლექსია
მე ვფიქრობ , რომ დღევანდელი ტრენინგი დატვირთული იყო ისეთი სასარგებლო რჩევებით , რომელის მიხედვითაც გავაკეთე სწორი ანალიზი და პროექტისტვის საფუძვლიანად ჩამოვაყალიბე შეფასების მეთოდები და ინსტრუმენტები .ასევე მნიშვნელოვანი იყო შექმნა და მუშაობა გშეფასების ისეთ ფორმებზე , როგორიცაა : ვენის დიაგრამა , ვ.მ.ვ , T - დიაგრამის ფორმებზე და სხვა .
Saturday, March 23, 2019
მესამე დღის რეფლექსია
მე ვფიქრობ , რომ დღევანდელი დღე დატვირტული იყო იმ მნიშვნელოვანი საკვანძო დეტალებით , რაც მეხმარება პროექტის სწორი დაგეგმვისა და განხორციელებისათვის . ზმნების კვალიფიკაციამ ბლუმის ტაქსონომიიდან და ასევე მიმართულების მიმცემმა საკვანძო კითხვები გამიმარტივა პროექტის გეგმის შედგენა , რაც ერთობ მნიშვნმელოვანია პროექტის განხორციელებისათვის.
Sunday, March 17, 2019
მეორე დღის რეფლექსია დღევანდელი
მე ვფიქრობ , რომ დღევანდელი ტრენინგი ძალიან წამადგება საინტერესო გაკვეთილების ჩატარებაში . მასალა , რომელიც ამ დღეს ავითვისე , მეტან საინტერესოა ჩემთვისაც და ვფიქრობ მოსწავლეებიც მოიხიბლებიან ამ ინოვაციური მეთოდებით , როგორიცაა :
ბუკლეტებზე მუშაობა , მხატვრული გაფორმება ,გაზეთების შექმნა და სხვა...
ბუკლეტთან მუშაობა საინტერესოდ მიმაჩნია მოსწავლეებისთვის ახალი მასალის მისაწოდებლად , რაც აქსევე ინტეგრირებული მეთოდებით სწავლებას შეუწყობს ხელს.
Saturday, March 16, 2019
პირველი დღის რეფლექსია
მე ვფიქრობ , რომ დღევანდელი დღე საინტერესოდ დაიწყო შემეცნებითი თვალსაზრისით . მასალა , რომელიც ამ ერთი ტრენინგის მსვლელობისას განიხილებოდა ,.საკმაოდ წამადგება პროქტების სწორი მიმართულებით აგებაში. ახსნილმა მასალამ და აგრეთვე წინასწარ მომზადებული გეგმების ნიმუშების განხილვამ , მომცა შთაგონება , თუ როგორ და რა სახის პროექტზე დავიწყებ მუშაობას ამ სასწავლო სემესტრში .
აქვე აღვნიშნავ , რომ საინტერესო და შემეცნებითია ბლოგზე მუშობა, რაც იძლევა იმის შესაძლებლობას , სწორი ფორმულირებით დაგეგმო ,აკინძო , შეინახო და გაასაჯაროვო ინფორმაცია .
აქვე აღვნიშნავ , რომ საინტერესო და შემეცნებითია ბლოგზე მუშობა, რაც იძლევა იმის შესაძლებლობას , სწორი ფორმულირებით დაგეგმო ,აკინძო , შეინახო და გაასაჯაროვო ინფორმაცია .
Subscribe to:
Posts (Atom)