Saturday, April 13, 2019
მეცხრე დღის რეფლექსია
მე ვფიქრობ რომ ტრენინგი მთლიანობაში იყო ძალიან მნიშვნელოვანი საკითხებით გაჯერებული. ამ ტრენინგით ყველა მონაწილეს ძალიან გაუადვილდა პროექტებზე მუშაობა. ეს ტრენინგები დამეხმარა აგრეთვე გეგმების სწორად , სტრუქტურულად დაწერაში , რაც ძალიან მნიშვნელოვანია ყოველი გაკვეთილისთვის . ვიმუშავეთ ბლოგის შექმნასა და გავეცანით აგრეთვე ბლოგზე მუშაობის ძირითად პრინციპებს . ტრენინგი მთლიანობაში ძალიან ამომწურავად იყო მოწოდებული .გავეცანით ძალიან მნიშვნელოვან სასწავლო რესურსებს . არ შემიძლია არ აღვნიშნო ტრენერის საოცრად გულითადი დამოკიდებულება თითოეული მონაწილის მიმართ . ეს იყო ტრენინგი , რომელზეც სიამოვნებით ვიარე ოთხი შაბათი კვირა . მადლობა , ნინო კაჟაშვილს ამისთვის !
Sunday, April 7, 2019
მერვე დღის რეფლექსია
მე ვფიქრობ , რომ დღევანდელი ტრენინგი ძალიან შემეცნებითი და ნაყოფიერი იყო , ვინაიდან ძალიან დეტალურად განიხილებოდა ისეთი საკითხები , როგორიცაა არსებული კითხვარების შექმნა .ეს ინსტრუმენტი მეტად მნიშვნელოვანია , ვინაიდან ძალიან გვეხმარება კვლევის ფარგლებში . ჩვენ აგრეთვერ მივიღეთ ერთმანეთის გამოკითხვაში მონაწილეობა . სრულფასოვნად გავერკვიეთ და დავასრულეთ მუშაობა გეგმაზე .
Saturday, April 6, 2019
მეშვიდე დღის რეფლექსია
მე ვფიქრობ ,რომ დღევანდელი ტრენინგიდან მიღებული ინფორმაცია აღქმის სფეროსთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი და აუცილებლად გასათვალისწინებელია მასწავლებლის მხრიდან . ასევე გავიხსენეთ და ვისაუბრეთ გარდნერის მრავალმხრივი ინტელექტის შესახებ .ვისაუბრეთ მოსწავლი განმავითარებელ შეფასებაზე . საინტერესო იყო ინფორმაცია , რომელიც ტვინის ჰემოსფეროს უკავშირდებოდა . დღევანდელი ტრენინგი იყო სწორი გზამკვლევი აგრეთვე მოსწავლეებთან პროექტზე მუშაობისას რამდენად შედეგიანი იქნება დღიურის გამოყენება , თანამშრომელთა უკუკავშირის ფორმები , მოსწავლეთა დასახმარებლად შევქმენით სლაიდშოუ - შაბლონები და სხვა.
Subscribe to:
Posts (Atom)